რუსუდან ჭაბუკიანი
2013 წელს წარჩინებით მოიპოვა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მათემატიკის მიმართულებით. 
2015 წელს წარმატებით მოიპოვა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით.
ჩაბარებული აქვს არაერთი პროფესიული საკვალიფიკაციო გამოცდა, მიღებული აქვს სერტიფიკატები, მათ შორის ჩაბარებული აქვს ACCA-ის ხუთი წიგნი. 
ასევე, მიღებული აქვს მონაწილეობა საგადასახადო კანონმდებლობასა და ფასს (IFRS) თემებზე გამართულ არაერთ ტრენინგში.

პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა 2010 წლიდან. მთავარი ბუღალტრის პოზიციებს იკავებდა ვაჭრობის,   ტურისტულ, სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო დარგში არსებულ წამყვან კომპანიებში. ასევე, აუდიტორისა და საგადასახადო კონსულტანტის პოზიციებს იკავებდა სამშენებლო, დისტრუბუციულ, სავაჭრო, სასოფლო სამეურნეო, ტურიზმის, წარმოებისა და მეღვინეობის დარგში მოქმედ მსხვილ კომპანიებში. ამასთან, გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენელი იყო საგადასახადო დავების წარმოებისა და წინასწარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.