ნათია ტუღუში
ნათია ტუღუშმა 2001 წელს წარჩინების დიპლომით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, იყო ამავე ფაკულტეტის ასპირანტი და დოქტორანტი. ჩაბარებული აქვს არაერთი პროფესიული საკვალიფიკაციო გამოცდა, მიღებული აქვს სერტიფიკატები, მათ შორის:
პროკურატურის მუშაკთა, ადვოკატურის  და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები, სერტიფიკატი საგადასახადო სამართალში.
პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა 2001 წლიდან. წამყვან პოზიციებს იკავებდა საჯარო და კერძო სექტორში. იყო ენერგეტიკის მინისტრის უფროსი იურიდიული მრჩეველი, კერძო სექტორში, მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში იკავებდა მთავარი იურისტის, იურიდიული და საქმისწარმოების სამსახურის უფროსის და დეპარტამენტის დირექტორის პოზიციებს. 
 
2010 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია და ეწევა საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.
არის ნაშრომის ავტორი  - ,,ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება საერთაშორისო კერძო სამართალში.’’