ნინო ლაბაძე

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღრიცხვისა და აუდიტის განხრით. 2013 და 2015 წლებში მოპოვებული აქვს ამავე უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები.

პროფესიული კუთხით გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები და აღებული აქვს სერთიფიკატები ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო კოდექსის მიმართულებით. ჩაბარებული აქვს  ACCA-ის ხუთი წიგნი. ასევე, 2017 წელს მოიპოვა ახალგაზრდა ტრენერის სტატუსი.

აქვს შემოსავლების სამსახურში 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის 3 წელი მუშაობდა აუდიტის დეპარტამენტში აუდიტორად.  მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ასევე უფროსი და მთავარი ბუღალტრის პოზიციებს. ნამუშევარია აუდიტისა და გადასახადების მიმართულებით შემდეგ სექტორებში: წარმოება, მშენებლობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა და მომსახურების სხვადასხვა სფეროები.