ჩვენი საქმიანობა

კომპანია მიზნად ისახავს გუნდის მრავალწლიანი გამოცდილების მეშვეობით დახმარება აღმოუჩინოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმოება ეწოდება. ჩვენი ეფექტურობის განმსაზღვრელი ფაქტორი ჩვენი კლიენტების შედეგებია. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი და მრავალინდუსტრიული გამოცდილება მოიცავს საწარმოს ფინანსური და საოპერაციო აქტივობების ძირეულ ცოდნას.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურება, რომელიც წარმოდგენილია როგორც კონსულტაციის, ისე საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავების, ან აუდიტორული მომსახურების სახით. ჩვენ ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ კომპანიის საფრთხეები და გადავჭრათ პრობლემები.  ორგანიზაციის კორპორატიულ კულტურას და მთავარ ღირებულებას წარმოადგენს უპირობო შესაბამისობა საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებთან და ეთიკის კოდექსთან. ამასთანავე დაკისრებული მისიის შესასრულებლად და დასახული მიზნების მისაღწევად,  ჩვენ ვხელმძღვანელობთ ქვემოთ ჩამოთვლილი ღირებულებებით, რომელთა განუხრელად დაცვა, დაინტერესებულ პირებთან  წარმოებული ურთიერთობისას, ალგი აუდიტის ყველა თანამშრომლის ვალდებულებაა.

ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია:

პროფესიონალიზმი - კანონით დაკისრებული ვალდებულებების  ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;

კეთილსინდისიერება -  ქმედება რომელიც დამყარებულია პატიოსნებასა და სამართლიანობაზე;

გულისხმიერება - გადაწყვეტილების მიღებისას, დაინტერესებული პირების საჭიროებების მაქსიმალური ყურადღებით მოსმენა და შესაბამისი პასუხის გაცემა