ბიზნეს კონსულტაცია
ALGI AUDIT-ის გუნდი ეხმარება კომპანიებს კაპიტალის მოზიდვაში, ბიზნეს პროექტირებაში, შერწყმასა და შესყიდვებში. ასევე ჩვენ დაგეხმარებით ყველა ტიპის ბიზნეს რისკების განსაზღვრაში, რათა გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა და, მიუხედავად ცვალებადი გარემო პირობებისა, უკეთ მოახდინოთ არსებული პოტენციალის რეალიზაცია.
თუ თქვენ კომპანიის კულტურის გამოსწორება გსურთ, ან შინაგანი პროცესების უკეთ დაგეგმვა-განხორციელება, ან სულაც ბიზნეს სტრატეგიის შეცვლა, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ თითოეულ ასპექტში.
მომხმარებელზე მორგებული ბიზნეს კონსულტაციები
ჩვენი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ბიზნეს კონსულტანტები დაგეხმარებიან მარტივად ადაპტირდეთ და მოერგოთ დღევანდელ დინამიურ, ცვალებად ბიზნეს გარემოს.
ALGI AUDIT-ის მიზანია მისცეს თქვენს კომპანიას განვითარების საშუალება და შემდეგ დაგეხმაროთ ამ შედეგების შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ მომხმარებელზე მორგებული ბიზნეს კონსულტაციის სერვისი, რათა გავაერთიანოთ ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკები, ტექნოლოგიები და დავეხმაროთ კომპანიებს განვითარებაში.
რა არის ბიზნეს პროექტირება?
მეწარმეობაში ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი და გამოსახული ქაღალდზე. ბიზნეს პროექტირების გარეშე ერთიორად რთულდება რესურსების ოპტიმიზაცია, შემდგომი ამოცანების განსაზღვრა და მიზნის მიღწევა.
ბიზნეს გეგმისა და პროექტის შედგენა სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რათა კომპანიამ დეტალურად იცოდეს შემდგომი განვითარების ნაბიჯები, თუ როგორ უნდა მივიდეს მიზნამდე. ბიზნეს პროექტირების წყალობით შეგიძლიათ სრულად გაამართლოთ თქვენი პროექტი და შეაფასოთ მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტურობა.
ბიზნეს პროექტირება ასახავს:
ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს
მიზნობრივ აუდიტორიას
პროექტის მომგებიანობას
წარმოებისა და რეალიზაციის ხარჯებს
ბაზარზე მიწოდების ხარჯებს და ა.შ.
მსგავსი პროექტირება შეიძლება გამოიყენოთ, როგორც ინვესტორების მოსაზიდად, ისე კომპანიის სტრატეგიის შესაქმნელად.
ალგი აუდიტის სპეციალისტები მოგიმზადებენ იდეალურად შესრულებულ ბიზნეს გეგმას. ჩვენ ავსახავთ საქმის რეალურ მდგომარეობას და დავსახავთ მიზნისკენ მიმავალ ნაბიჯებს.
როგორ ხდება კაპიტალის მოზიდვა?
ჩვენ დაგეხმარებით თანხები მოიზიდოთ კერძო კაპიტალის პროვაიდერებისგან, ბანკებისგან ან სესხების სხვა პროვაიდერებისგან. ამ პროცესების თავიდან ბოლომდე მართვას ვიღებს საკუთარ თავზე.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან, რომლებმაც იციან ასეთ ბაზრებზე სწორი ქმედება, აქვთ შესაძლებლობა შეიმუშაონ სწორი მიზანი და სწორად წარმართონ მოლაპარაკებები ინვესტორებთან.
თქვენზე მორგებული შერწყმისა თუ შესყიდვის მოდელი
არსებობს რამდენიმე სახის შერწყმა და შესყიდვა, როგორებიცაა ვერტიკალური, ჰორიზონტალური, ბაზრის გაფართოება, პროდუქტის გაფართოება და ა.შ. თითოეულის უპირატესობები და ნაკლები ინდივიდუალურია და უნდა მოერგოს თქვენს ბიზნესს.
ჩვენ ვიცით, რომელი სისტემა იქნება თქვენთვის უკეთესი და დაგეხმარებით იმპლემენტაციის პროცესში.
შერწყმა და შესყიდვა შეიძლება ნიშნავდეს განვითარებას, განსაკუთრებით ახალი ბიზნესებისთვის. ორი თანაბარი კომპანიის შერწყმით, ჩნდება ერთი უფრო დიდი კომპანია, რომელსაც აქვს საშუალება უფრო მეტი ენერგიიტ გავიდეს უფრო დიდ მოგებაზე, ვიდრე – მარტო გავიდოდა.
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ეს პროცესები მაქსიმალური სიზუსტით და რისკების შემცირებით წარიმართოს და თქვენ ზუსტად იცოდეთ თუ რა შედეგს მიიღებთ პროცესის დასრულებისთანავე.
ზარის მოთხოვნა
მზად ხარ მიიღო ხარისხიანი საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურება? დაზოგე დრო და დაგვიკავშირდი დღესვე!